ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით კოვიდ-ინფიცირებული კაცი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სახლში გაუშვეს

გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი მოხვდა. ის რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ინფორმაცია imedinews-ს ნინოწმინდის მერმა, ანა მოსოიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, ახლა კაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.