თეა წულუკიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას „ნათელაშვილის ეზოს ხალხი“ უწოდა

თეა წულუკიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას „ნათელაშვილის ეზოს ხალხი“ უწოდა

მე არ შევეგუები ამ ძალას და მათ მოვიაზრებ როგორც „ნათელაშვილის ეზოს ხალხი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა „პოს ტვ-ს“ ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, დღეს ოპოზიციას ძლიერი ლიდერი არ ჰყავს და გაერთიანების შიდა ბრძოლა ლამაზი არ იქნება.

„ლიდერი არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვას. ლიდერი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, რომ გარშემო ხალხი შემოიკრიბოს და ამ პოლიტიკურ ძალებს მისი უნდა სჯეროდეს. ანუ ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს და რწმენა იმისა, რომ უიმედო ბრძოლაში გაგამარჯვებინებს, თუკი მას მიჰყვები. აქედან გამომდინარე, ეს ლიდერი, ალბათ, ამ ოპოზიციას არ ჰყავს. ხალხი უკვე ამბობს, რომ ახლა ესენი დაჭამენ ერთმანეთს და ეს არ იქნება ლამაზი სანახაობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში კონსულტაციები 13 მაისს განაახლეს.