თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. ინციდენტი კოსტავას ქუჩაზე მოხდა, როცა ფრინველი 5 ქალს დაესხა თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

ფაქტი imedinews-ს კლინიკაში დაუსტურეს.

„5 ადამიანი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ყვავის თავდასხმის შედეგად. მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გაეწიათ სამედიცინო მომსახურეობა. მათ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ და შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკა დატოვეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობენ „ნიუ ჰოსპიტალის“ პრესცენტრში.

Katana . ყვავი არის უჭკვიანესი ფრინველი (უამრავი ვიდეო დევს ამის დამადასტურებელი).
ექსპერიმენტულად დაამტკიცეს მეცნიერებმა, რომ ყვავი, თავისი საზრიანობით, 5 წლის ბავშვზე მაღლა დგას!...
აი, ასეთი აგრესია და ადამიანებზე თავდასხმა კი პირველად გავიგე...
ორი ვარიანტია: ან ეს არ იყო ყვავი, ან ვისაც დაესხა, ისინი იყვნენ ნაცები :)
3 წლის უკან
Maverick BRAVO KATANA!
ალბათ გააღიზიანეს, თორემ თავს არ დაესხმოდა...
რაც შეეხება ინტელექტს, გეთანხმები.
3 წლის უკან