მამარდაშვილის N22-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

მამარდაშვილის N22-ში სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მამარდაშვილის ქ. N22-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. სამუშაოებისთვის 82 199 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიმდინარეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა