ლოს-ანჯელესის ორ გალერეაში კანადელი მომღერლის გრაიმსის (ნამდვილი სახელი კლერ ბუშე) ორი ონლაინ-გამოფენა გაიხსნა, რომლებზეც ერთ-ერთი ექსპონატი გრაიმსის სულის ნაწილის ფლობის კონტრაქტია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავიდან ილონ მასკის პარტნიორი თავისი სულის ნაწილის 10 მილიონ დოლარად შეფასებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ პანდემიის ფონზე ეს უადგილოა. შედეგად, კონტრაქტი მას ერგება, ვინც მომღერალს „საუკეთესო შეთავაზებას“ გაუკეთებს.
„ძალიან მინდოდა ჩემს იურისტთან ერთად ხელოვნების ნიმუში შემექმნა. იურიდიული საბუთის ფორმის ფანტასტიკური არტის იდეა საინტერესოდ მომეჩვენა“, - ამბობს გრაიმსი.
Bloomberg-ში აღნიშნავენ, რომ კონტრაქტში არ არის დაკონკრეტებული მომღერლის სულის რამხელა ნაწილზეა საუბარი.