დამოუკიდებელი სასამართლო ვეღარ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში. დამოუკიდებელი სასამართლო არც მეფის რუსეთის დროს გვქონია, არც საბჭოთა კავშირის დროს გვქონია, არც ზვიად გამსახურდიას დროს გვქონია. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო იყო კორუმპირებული და პოლიტიკურად ანგაჟირებულიც. კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ პოლიტიკური განკარგულებების გაცემა ვერა - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური განკარგულებებს სასამართლოსთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღმასრულებელი ხელისუფლება გასცემდა.
„მურუსიძე და ჩინჩალაძე ვინ იყვნენ აბა, აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელება, შტო დამატებითი. დღეს მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან საერთოდ სათავეში საერთო სასამართლო ხელისუფლების. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კორუფციაც დააბრუნა სასამართლოში“, - განაცხადა მელიამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ გასცემდა დავალებებს, ნიკა მელიამ დაკონკრეტებისგან ტავი შეიკავა. მისი თქმით. ეს მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო და კონკრეტულ პირებზე „ჯოხის გადატეხვა“ არასწორია.