მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ჯერ ისევ არსებობს და ეს საფრთზე არსად არ წასულა, ბიზნესი შეძლებს ფუნქციონირებას, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა.
„თქვენ იცით, რომ დღეს 11 ახალი შემთხვევა გვაქვს გამოვლენილი. რა თქმა უნდა, ამის გამო უბრალოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თორემ ეკონომიკა ისევ იხსნება, ბიზნესი იხსება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიაში, არის ტურიზმის სექტორთან ერთად დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არაა, რის შესრულებასაც ვერ შეძლებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს განვამტკიცოთ ჩვენი იმიჯი მსოფლიოში - როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილმა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.
რატომ გვამყოფებს ჩვენი მოწყალე ღმერთი განუწყვეტლივ განსაცდელში, იმ პირველყოფილი ცოდვის გამო?! დაუჯერებელია! თანაც მერე ხომ ღვთის ძე ღმერთი იესო თითონ ევნო და ჯვარს ეცვა, ჩვენთა ცოდვათა გამოსასყიდად?! რაშია საქმე ამოსუნთქვის საშუალებას რატომ არ გაძლევს ჩვენ ფინანსურად გლახაკთ და რატომ ამდიდრებს ვიღაც ცუკერბერგს და გეიტსს?! ჩვენ ხომ ყოველ ცისმარე ჟამს ვევედრებით - ნუ შმიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ერთთათვის სულ განსაცდელში ყოფნა ღვთის წყალობაა, და მეორეთათვის დაუთვლელი სმდიდრე განსაცდელი?! მაშინ ეშმაკის ცდუნება რაღაა თუ ჩვენს ირგვლივ მხოლოდ საცდური მრავლდება და მადლი იკარგება?!