ახალი კლასტერი თბილისში - ოჯახის 7 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

ახალი კლასტერი თბილისში - ოჯახის 7 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

 

თბილისში, საბურთაოზე ოჯახის 7 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა კონტაქტები მასშტაბურია. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ექთანია და ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სწორედ ის გახდა. დაინფიცირებულია ქალის მამა, ბებია, მამიდა, ბიძა, და და დისშვილი

ოჯახის საცხოვრებელ კორპუსში დღეს ეპიდემიოლოგებს კიდევ ერთხელ ელოდებიან. იყო ვარაუდი, რომ შესაძლოა კორპუსი კარანტინში მოქცეულიყო.

კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, მათ ტესტირება ყველას ჩაუტარდათ, თუმცა ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.