ახალი ცნობები თურქეთში საწარმოს აფეთქებაზე, სადაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ახალი ცნობები თურქეთში საწარმოს აფეთქებაზე, სადაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სტამბოლის ერთ-ერთ უბანში, სამრეცხაოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „მილიეთი" ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი და თურქეთის მოქალაქე, 55 წლის ასაკის.

ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სტამბოლის გუბერნატორიც.

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებული.

თურქული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილების ნათესავებიც.