მარინა ეზუგბაია: კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება

მარინა ეზუგბაია: კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება

კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მარინა ეზუგბაიამ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახადაც, თბილისში, საბურთალოზე ერთ-ერთი კორპუსი არის კარანტინში. მისი თქმით, სიახლე არ არის, რომ ქვეყანაში ოთხი თვეა, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

„ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება. რაც უნდა ვილაპარაკოთ, პროცესი მიდის თავისთავად. ეს თქვენთვის ახალი არ არის. სიახლე ხომ არ არის, რომ მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და კვლევა ხდება. რა მოხდა, განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა. ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია, მათი ყველა კონტაქტის დაკვლევა ხდება. ანუ, ჩაღრმავებული კვლევა ტარდება. ადამიანი ელოდება და თუ კლინიკა გამოვლინდება, ამ პაციენტების კვლევა ტარდება. თუ კლინიკა არ გამოვლინდება, ინკუბაციის პერიოდის ჩამთავრებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერი პროცესი.

გთხოვთ, ამ კანონზომიერ პროცესს ნუ მისცემთ რაღაც განსაკუთრებულ სახეს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც საქართველოში ოთხი თვეა, მიდის. ჩავთვალოთ, რომ ეს შემთხვევებიც არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და დადასტურება მოხდა ინკუბაციის პერიოდის დამთავრების ბოლოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე, სწორია თუ არა ფორმულირება, რომ კორპრუსი კარანტინშია მოქცეული, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა:​ „ასეთი ამბავი ვინ გამოთქვა, არ ვიცი, რომ კორპუსი კარანტინშია. ალბათ, არა. ელემენტარულად, კონტაქტების კვლევა გაგრძელდება, როგორც ყოველთვის და გამოიკვლევენ კონტაქტებს. როცა ადამიანებს რეკომენდაციას აძლევ, რომ მეტ-ნაკლებად თავი უნდა შეიზღუდოთ და არ უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული კონტაქტები. ანუ, გარკვეულწილად თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კარანტინია. კორპუსის კარანტინში მოქცევა ალბათ წარმოუდგენელია. თქვენ ნუღარ გაიმეორებთ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.