ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: დღესაც ფეხაკრეფით აპირებთ გაპარვას თუ გეყოფათ მოთმინება და მოისმენთ პოზიციებს?

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: დღესაც ფეხაკრეფით აპირებთ გაპარვას თუ გეყოფათ მოთმინება და მოისმენთ პოზიციებს?

ფეხაკრეფით რომ გაიპარებით ხოლმე, ვიდრე დასრულდება სხდომა, დღესაც ასე აპირებთ, თუ დაგველოდებით ბოლომდე და მოისმენთ პასუხებს? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ოპონენტებს.

„უბრალოდ, პოლიტკორექტულობის საკითხია. ფეხაკრეფით იპარებით ხოლმე და აქ რჩება ცარიელი სკამები. დღესაც ასე აპირებთ, თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, პოლიტკორექტულობა და მოისმენთ პოზიციებს? იქნებ დაგველოდოთ ბოლომდე“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის ამ განცხადების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართა.

„ბატონო არჩილ, წესები დაიცავით ხოლმე. როგორც კი ბატონი ანრი მისთვის ჩვეულად, ამ უაზრობის თქმას დაიწყებს, გაუთიშეთ ხოლმე. ხომ არ გეშინიათ? ამ კაცში საშიში არაფერი არაა, გაუთიშეთ. ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან კონსულტაცია მაინც გაიარეთ ხოლმე, ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ. ჩვენ იცით რაზე ვზრუნავთ? რომ გასაქცევი არ გქონდეთ მერე, არჩევნები რომ მოვა - ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენს.