სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

სემეკმა 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია როგორც უშუალოდ კომისიის საქმიანობა, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და ტენდენციები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით დაწყებულ რეფორმირების პროცესსა და ახალ საკანონმდებლო ბაზაზე.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სემეკმა ყოველი წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყოს წლიური ანგარიშის  მომზადება და გამოქვეყნება. ამავე კანონის საფუძველზე სემეკის ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (Energy Community Secretariat). 

2019 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად განთავსებულია  სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2019%20GEO.pdf