პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც აფეთქების მუქარით მოსკოვის ცენტრში „ალფა-ბანკის“ შენობაში მძევლები აიყვანა. ინფორმაციას Meduza ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ბანკის შენობა შტურმით აიღეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მას ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაცი ბანკის შენობაში შეიჭრა, განაცხადა, რომ შენობა დანაღმულია და 5 ადამიანი მძევლად აიყვანა. პოლიციამ მასთან მოლაპარაკებები დაიწყო, მან სამართალდამცველებს ფული მოსთხოვა.