ნათელაშვილი საპატრიარქოზე შეტევას აგრძელებს -

ნათელაშვილი საპატრიარქოზე შეტევას აგრძელებს - "მერე დაგეთრიათ ასეული ათასობით ჰექტარი ტყეები"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისევვ საპატრიარქოს წინააღმდეგ ილაშქრებს:

"მორიგი წინასაარჩევნო ქრთამი საპატრიარქოს, ამჯერად ტყეების სახით. ახლა ნახეთ ღვთისმმოსავი მეუფეების სირბილი ღვთისკაც ივანიშვილზე ხმათა შესაგროვებლად. რა ბედი ჰქონია ჩვენს ხალხს არც მღვდელი, არ გზირი მისთვის არ ყოფილა.

P.S. ძვირფასო მეუფენო, იქნებ ჯერ წართმეული დავით გარეჯი გამოგეგლოვათ და მერე დაგეთრიათ ასეული ათასობით ჰექტარი ტყეები", -  წერს ნათელაშვილი.

amo ნათელაშვილო შენ თუ კაცი ხარ, რაიონული მასშტაბით მაინც, მაჟორიტარად კენჭს რატომ შენ მშობლიურ დუშეთში არ იყრი და თავს თბილისს რატომ აფარებ?
3 წლის უკან
Katana . ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ნათელაშვილს სავსებით ვეთანხმები!..
თუ გახსოვთ, ერთი ქართველი მწერლის რომანს ერქვა "სძლიე სიხარბესა შენსა!"
ვერ სძლიეს ამათ!
კომუნისტებს რომ ეკლესიისთვის ქონება წაურთმევიათ, იმის კომპენსაციას გვახდევინებენ, თურმე!.. თითქოს იმ კომუნისტებმა სადმე წაიღეს ეკლესიის ქონება, ეკლესიის მიწა-წყალი და ამათ არ ეცხოვროთ კომუნისტების მიერ აშენებულ სახელმწიფოში, ამათ არაფერი ერგოთ იმ სიკეთიდან, რაც იმ სახელმწიფოს ჰქონდა - უფასო განათლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო ბინები (ბევრი ამათგანის მშობლებსა და ბებია-ბაბუებს), უფასო საგზურები სანატორიუმებსა თუ დასასვენებელ სახლებში და ა.შ.
რაც მთავარია, აღრიცხული კი არ არის და განსაზღვრული, თუ რამდენია ეს "ვალი", რომელიც ეკლესიისა "მართებს" ხელისუფლებას და რომელსაც ხალხის ჯიბიდან იხდის ხელისუფლება, არამედ "შეწერილი" აქვს 25 000 000 (25 მილიონი!) ყოველწლიურად... სამუდამოდ... უკუნითი უკუნისამდე!..
3 წლის უკან
trampi ეს უბედური მთლად გაგიჟებულა
,,უდიპლომო სასიძოში,,რომააა ზუსტად ისეა ---------- გაგიჟდა .... გაგიჟდა,,,, ეს უბედური გაგიჟდა
3 წლის უკან