„ეს აგრესიული უხამსობაა სწორედ ბოლო ჟამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, ვინაიდან ის წალეკვით ემუქრება ყველაფერ ღირებულს“

„ეს აგრესიული უხამსობაა სწორედ ბოლო ჟამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, ვინაიდან ის წალეკვით ემუქრება ყველაფერ ღირებულს“

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს საღამოს თავს ძალა დავატანე და ბოლომდე ვუყურე ვახო სანაიას ტოკ-შოუს თემაზე- "რა ხდება საქართველოს საპატრიარქოში".

კეზერაშვილის დაფინანსებულ და ბოკერია- ევროპული საქართველოს ამ რუპორის სარედაქციო პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი. აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია.

გაცილებით უფრო დიდი პრობლემა ის უხამსობის, უვიცობის, სიბრიყვისა და უზრდელობის ნიაღვარია, რომელიც ამ და სხვა ტელევიზიებიდან მოჩქეფს.

ვერავითარი კანონით ვერ გააგებინებ ადამიანს,როცა მას დაკარგული აქვს უნარი გაარჩიოს ერთმანეთისგან სახე და სიფათი, თუ რატომ არ უნდა მოიწვიოს ეთერში აშკარა გარეწრები, ცილისმწამებლები და ფსიქიურად აშლილი და აგრესიული პერსონაჟები, რომლებიც თავს ჟურნალისტებს, ადვოკატებს,და თეოლოგებს უწოდებენ.

ვერც იმას გააგებინებ ადამიანს, რატომ არ უნდა წაისვას სქლად ისეთი ფერის პომადა, რომ მდედრი ბაბუინის სექსუალური მზაობის მანიფესტაციას ჰგავდეს, ან კიდევ-რატომ არ უნდა გამოთქვამდეს ქართულ ენანუნისმიერ თანხმოვნებს - ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ, რ. ან უკანაენისმიერ გ,ქ,კ,ღ.ხ და ენისძირისმიერ ყ-ს, ისე, რომ მათი მოსმენა ელქტროშოკის ეფექტს იწვევდეს მსმენელზე.

ან კიდევ- რატომ არ უნდა ყვიროდეს დაჭრილი ხარივით- რატომ უნდა მოისმინოს თავის დასმულ კითხვაზე პასუხი და ა.შ.

ვერც იმას გააგებინებ ადამიანს, რომელსაც არა აქვს გემოვნება,რატომ არ უნდა დაუფინანსო კონცერტი ბიუჯეტიდან მამულიჩას და ლელა წურწუმიას და რატომ არ უნდა გადაიხადო თინა მახარაძის საზღვარგარეთ სწავლებისათვის 400,000 ლარი იმავე ბიუჯეტიდან.

ასევე ყოვლად შეუძლებელია გადააჩვიო ვაზელინის მოყვარულები ჩვევას, ლიქნონ რომელიმე კერპი, ვინაიდან პირობითი რეფლექსები აქვთ გამომუშავებული პავლოვის ცნობილი ძაღლებივით.

ვერც მათ კერპებს შეაგონებ რამეს, ვინაიდან ლიქნა სიამოვნებთ ისევე, როგორც მისი ფიზიკური ანალოგი, რომლის გამოგონებაც ფრანგებს დააბრალეს უსამართლოდ.

ამიტომაც აქვთ ხოლმე ზუსტად ისეთი გამოთაყვანებული სახეები, როგორც ფრანგებისთვის უსამართლოდ მიწერილი გამოგონების ბოროტად გამომყენებლებს.

მლიქვნელებზე აღარაფერს ვიტყვი, თუ,ვის და რას ემგვანებიან.

პრობლემა აქ იმაშია, რომ საზოგადოებას თვითონ აქვს დაკარგული სახის და სიფათის გარჩევის უნარი და არ არსებობს გარეწრობის არავითარი ზღვარი ,რომ გარეწარი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მიუღებელი გახდეს.

პირიქით, ყველა გარეწარს თავისი მაქებართა წრე და თაყვანისმცემლებიც ჰყავს.

გლობალიზაციამ გლობალური უხამსობის ფენომენი წარმოქმნა უთვალავი დეგრადირებული ნახევრადადამიანით, რომლებსაც ჰგონიათ,რომ ისინი არიან კაცობრიობის განვითარების მწვერვალი, ვინაიდან იციან , მაგალითად, ინგლისური და კომპიუტერი.

ასევე გულწრფელად სჯერათ, რომ ისე, თავისით წარმოიქმნენ, თავისუფლები არიან, მათი სხეული მათია, ხოლო მათი წინაპრები ბნელი ხალხი იყო, რადგან რაღაც უცნაურობების სჯეროდათ.

ეს აგრესიული უხამსობაა სწორედ ბოლო ჟამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, ვინაიდან ის წალეკვით ემუქრება ყველაფერ ღირებულს.

საქართველოში ამ პროცესმა პიკს მიაღწია.და ნამდვილად ვლიდერობთ.

ამიტომ იქნებ პირველებმა ჩვენვე დავძლიოთ ეს დამღუპველი ტენდენცია,

ღამე მზის ამოსვლის წინ არის ყველაზე ბნელი,ხოლო უფლის გზები გამოუკვლეველნი არიან.

P.S.

პოსტი 2018 წლისაა. კვლავ აქტუალობის გამო გამახსენდა."

Neasimon უკეთესად ვერც შეაფასებს ადამიანი, საოცრად ზუსტი დიაგნოზია....
3 წლის უკან
სერმინე გეთანხმებით.
3 წლის უკან
trampi ყველაფერი მართალია მაგრამ ვისაც არ უნდა ამ ყველაფერს არც დაინახავს და არც გაიგებს

აბა სცადე და დებილებს გააგებინე .რამე.....

აქ ადრე ერთი კაი იუზერი იყო(ნიკით- ვასო) იმის ნათქვამია ... ცოტნეს ქველობა მონგოლმაც კი დაააფასა, რაღაც ფასეულობები იმათაც კი ჰქონდათ მაგრამ ამ. ე.წ. დასავლეთს რაზე ველაპარაკო, რა გავაგებინო, არაფერი წმინდა ამათ არ ააქვთო....
ეგრეა ეგრე...... გარემოც და გავლენაც მათი შესაბამისია
ჰოოდა მოდის მოსასვლელი..... მოდის
3 წლის უკან