საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 17:50 საათზე, დმანისთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით, 18კმ-ში, სოფელი სოღუთლოდან 9კმ - ში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.