ინგა ბერიკაშვილი: დედა ფილარმონიის სალაროებთან რურუებმა და მისმა მკვლელების ბანდამ ჩაცხრილა, მამა კი ავტომატის კონდაცით ისე მიცემეს სახე არ ეტყობოდა

ინგა ბერიკაშვილი: დედა ფილარმონიის სალაროებთან რურუებმა და მისმა მკვლელების ბანდამ ჩაცხრილა, მამა კი ავტომატის კონდაცით ისე მიცემეს სახე არ ეტყობოდა

იურისტი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ყველას გვახსოვს თბილისის 90 მძიმე წლები...

10 წლის ვიქნებოდი იმ წელს, როცა ეს შემზარავი ფაქტი მოხდა.

ცეკვიდან კონკურსი მქონდა სპორტის სასახლეში და დედამ იქ დამტოვა. პირველი ადგილი ავიღეთ მაგრამ ჩემი კლასელის თამუნას გარდა არავინ არ მოვიდა, დედა არასოდეს მტოვებდა ასეთ დღეს მარტო და სახლში ფეხით წავედი 10 წლის ბავშვი რადგან გზის ფულიც არ მქონდა.

მოგვიანებით გავიგე, რომ დედა ფილარმონიის სალაროებთან რურუებმა და მისმა მკვლელების ბანდამ ჩაცხრილა, მამა კი ავტომატის კონდაცით ისე მიცემეს სახე არ ეტყობოდა. ბოროტების საძმოს ფილარმონიის სალაროს გაქურდვა უნდოდათ მაგრამ დედამ და მამამ რომლებიც ფილარმონიაში მუშაობდნენ ამისი უფლება არ მიცეს.

30 მდე ტყვია ესროლეს დედას და რომ არა სასწაული იმისა, რომ პლასტმასის ტყვიები იყო ავტომატში დღეს ობლები ვიქნებოდით მე და ჩემი ძმა.

დედა სისხლისგან იცლებოდა და გადაიყვანეს ვაკის მეცხრე საავადმყოფოში. მოგვიანებით რურუები თავისი ბანდით მიუვარდნენ დედას და დაემუქრნენ შვილების სიცოცხლის მოსპობით თუ იჩივლებდა და რამეს იტყოდა. ეს ისტორია ძალიან კარგად იცის ყველამ ვინც იქ მუშაობდა მაშინ რადგან ხალხით იყო სავსე, ამ ნაძირლებს ხომ არავისი არ ერიდებოდათ.

ხოდა მათ გასაგონად ვწერ ეხლა, ჯერ გარდაცვლილი რურუა და ეხლა ეს პატიმარი რურუა ანგელოზი რომ გგონიათ და მათ მზეს იფიცებთ, თქვები ოჯახის წევრები რომ ჩაეცხრილათ ან სხვა ზიანი მიეყენებინათ კიდე ასე დაიცავდით? თუ თქვენი იმპოტენტი შვილები იმდახურებენ სიცოცხლეს და ყველაფერს საუკეთესოს და მათ მიერ ჩაცხრილული ვაჟკაცები არა?

როცა მკვლელების მხარეს ხარ, მათზე უარესი არარაობა ხარ!"