Bloomberg რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს

Bloomberg რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს

კრონავირუსის პანდემიის ფონზე რუსეთის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულ ვარდნას განიცდის. გავლენიანი გამოცემა Bloomberg საკუთარ გათვლებსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აპრილ-ივნისში 16%-ით შემცირდება. რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე კვარტალური მაჩვენებელია.

ასვე „შავი აპრილი“ გადაიტანა რუსეთის ავტობაზარმა. ამ სეგმენტში გაყიდვები 72%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყანაში ბიზნესის აქტივობის ინდექსი PMI (გადამამუშავებელი მრეწველობა) 1997 წლის მინიმუმამდე დაეცა.

რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა მარტის ბოლოს გამოაცხადა. შეზღუდვები 12 მაისს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 მაისის დილის მონაცემებით, 4 900 253 ადამიანი შეადგინა. მონაცემები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

კორონავირუსით ყველაზე მეტად აშშ დაზარალდა. სადაც 1,5 მილიონია დაინფიცირებული, მეორეა რუსეთი 299 900 ინფიცირებულით. მესამეა ბრაზილია, სადაც COVID19-ით 271 800 ადამიანი დაინფიცირდა. მახუთეა ბრიტანეთი 250 100 კოვიდინფიცირებულით, ხოლო ხუთეულს ესპანეთი კრავს, სადაც კრონავირუსი 232 000 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.