ხიმშიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ხიმშიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 550 კვადრატულ მეტრზე, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება, ასევე ბორდიურები და ტროტუარი მოეწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 35 000 ლარია.