გურამ ნიკოლაშვილი ოპოზიციაზე: მათი მტრობა სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციაში გადადის

გურამ ნიკოლაშვილი ოპოზიციაზე: მათი მტრობა სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციაში გადადის

„მათი მტრობა სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციაში გადადის. მათ არ რცხვენიათ არც იმის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას სრულიად უკონტროლოდ უნთებდნენ მწვანე შუქს ნებისმიერ პროექტს, ახლა კი ცხვრის ქურქში გაეხვნენ და ჭკუას გვასწავლიან“, - ასე პასუხობს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი გასამართლებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობა უნდა გაჩერდეს, სანაცვლოდ კი უნდა შემოვიდეს რაც შეიძლება მეტი ტურისტი და ჰესების ტერიტორიაზე პარკები მოეწყოს.

როგორც ნიკოლაშვილმა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში განაცხადა, „მავნებლური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ზაფრავენ ჩვეულებრივ მოსახლეობას აპოკალიპტური სურათით, რომ საქართველო და მისი ბუნება გაჩანაგდება.

„თურმე ელექტროენერგია არ გვჭირდება არც ჩვენ და არც ტურისტს. თურმე წარმოებას არ ჭირდება დენი. თურმე ვიცხოვრებთ იმით, რომ გავყიდით ბორჯომს. ზუსტად ისე, როგორც ეს ეგონათ ცხელ თავებს 90-იანების დასაწყისში. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს რიტორიკა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მუშაობს, რომ ადამიანები ვერ აღიქვამენ მიწოდება-მოთხოვნის ყველაზე პრიმიტიული ჯაჭვების ლოგიკასაც კი“, - აცხადებს ნიკოლაშვილი.

მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციის ყველა მცდელობა, ძირი გამოეთხარათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობის საქმიანობისთვის, ჩავარდა. ამჯერად მათ ფოკუსში საქართველოს ენერგეტიკა მოექცა.

„კომპანია ფეისბუქმა დახურა მათი ინტერნეტ ქსელი და დაადასტურა, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ ეწეოდა პანდემიის წინააღმდეგ მიმართული სახელისუფლო ქმედებების დისკრედიტაციას. ნაცმოძრაობამ და მისმა მედიარუპორმა წააგეს როგორც პანდემიის თემა მთლიანად, ასევე ყველა მისი შემადგენელი ნაწილი, რის დანგრევასაც ცდილობდნენ. თქვენ გახსოვთ ის ველური აღტყინება, თუ როგორ სცადეს სწრაფი ტესტების საკითხით მანიპულირება, შემდეგ პირბადეების, შემდეგ სწორი სამკურნალო საშუალების, შემდეგ აღდგომის კლასტერის დახატვით. აპოკალიფსის არაერთი სცენარი დახატეს და საქართველოს მოსახლეობის აფორიაქების არცერთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვიათ. პანდემის აქტიურმა ფაზამ ჩაიარა, ქვეყანა იწყებს ეკონომიკური საკითხების მიმართ უფრო და უფრო მეტი ყურადღების გამოჩენას და ბუნებრივია, რომ რევანშისტი მავნებლების ყურადღებაც შესაბამის თემებზე გადაერთო. ამჯერად მათ ფოკუსში საქართველოს ენერგეტიკა მოექცა“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, ისეთი იდეალური ქვეყანაც კი, როგორიც შვეიცარიაა და რომლის ერთადერთ ენერგეტიკულ რესურსსაც წყალი წარმოადგენს, მის უფრო მეტად ათვისებას ცდილობს. სტრატეგია 2050 ასახავს ამ ევროპული ქვეყნის ძალისხმევას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიმართულებით.

„2034 წლისთვის უნდა დაიხუროს 4 დიდი ატომური სადგური, რომელიც სადღეისოდ ელექტროენერგიის 40 პროცენტს გამოიმუშავებს შვეიცარიისთვის. ეს საკითხი დღის წესრიგში ფუკუშიმას ავარიის შემდეგ დადგა და დიდი წილი მასში გარემოს დაცვით ასპექტს უჭირავს. სანაცვლოდ კი არა მხოლოდ შვეიცარია, არამედ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც განახლებადი ენერგიის რესურსები გააჩნია, აძლიერებენ მათ ათვისებას. ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში გარდა საქართველოსი, სადაც მავნებლური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ზაფრავენ ჩვეულებრივ მოსახლეობას აპოკალიპტური სურათით, რომ საქართველო და მისი ბუნება გაჩანაგდება. მათ არ რცხვენიათ არც იმის, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას სრულიად უკონტროლოდ უნთებდნენ მწვანე შუქს ნებისმიერ პროექტს, ახლა კი ცხვრის ქურქში გაეხვნენ და ჭკუას გვასწავლიან. მათი მტრობა სცდება პოლიტიკურ დაპირისპირებას და პირდაპირ ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციაში გადადის“,  - აცხადებს ნიკოლაშვილი და სააკაშვილის მიერ ჰესების მშენებლობის შესახებ გაკეთებულ ძველ და ახალ გაცხადებებს იხსენებს.

Katana ჰესები "გვინდა-არგვინდას" დილემა არ არის მარტივი!
ნიჰილიზმის წყარო არის არა მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი ამ საკითხისა, არამედ ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ არარაციონალურად არის გამოყენებული ის ელექტროენერგია, რაც სადღეისოდ გვაქვს!
მაგ. ენგურჰესი, როგორც არაერთხელ ითქვა საქმეში ჩახედული სხვადასხვა პირების მიერ, ზაფხულში მხოლოდ სანახევროდ გვემსახურება (უკეთეს შემთხვევაში!), ხოლო ზამთარში თითქმის მთლიანად აფხაზეთს და იქ განთავსებულ რუსულ ბაზებს მიაქვთ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენი! თანაც - უ ფ ა ს ო დ !
მეტიც: როცა ჰესზე პრობლემაა, საქართველო უცხოეთიდან ყიდულობს დენს და უფასოდ აწვდის აფხაზეთს!
ამ პანდემიის დროს რა მდგომარეობაა - არ ვიცი, მაგრამ არაერთხელ დაიწერა თავის დროზე, რომ ბიტკოინების ერთ ქარხანას (თუ - რაც ჰქვია), ორჯერ მეტ დენი მიაქვს, ვიდრე მთელ კახეთს!
რა სარგებელი აქვს ამ ბიტკოინებისაგან სახელმწიფოს და ხალხს? არაფერი, ხომ?!
არადა, სვანეთში ხომ აღმოაჩინეს, რომ მარიფათიანმა ჟულიკებმა როგორც კი იყნოსეს - სვანეთს უფასოდ მიეწოდება დენიო, სასწრაფოდ გამართეს იქ ბიტკოინების "საწარმოები"...
ამ ყველაფრის შემყურეს ვერ უსაყვედურებ, რატომ არ გინდა საკუთარი ტერიტორიის დატბორვა, რომ მავან საქმოსნებს კიდევ უფრო გაუსქელო ჯიბეებიო!!!

ნაცებისა და "მწვანე ალტერნატივის" საკითხი კიდევ ცალკე პრობლემაა!
აქ მოყვანილ შვეიცარიის მაგალითზე - ატომურ სადგურებს რომ ხურავენ და ახალ ჰესებს აშენებენ - გამახსენდა ჩვენი შინნაზარდი "ავტორიტეტების" კატეგორიული მტკიცება - რას ამბობთ, ხალხო, ევროპამ დიდი ხანია უარი თქვა ჰესებზეო! :))
აი, ამ ვიდეოში რომ ნენსკრა-ჰესის მშენებლობას აანონსებს სააკაშვილი, იქ უამრავი ჭუბერელი იყო შეკრებილი და კაციშვილი არ გამოსულა წინააღმდეგი.
მაგრამ შარშან-შარშანწინ რომ ამ ხელისუფლებამ შემოიყვანა სამხრეთკორეული კომპანია და დაიწყო ნენსაკრა-ჰესის მშენებლობა ჭუბერში, ისეთი ანტიპროპაგანდა იქნა გაწეული, მთელი სოფელი აღუდგა წინ ამ საქმეს და დღემდე ბუქსაობს - ხან რას აპროტესტებენ, ხან რას!..
ე.ი. მიშას დროს კარგი იყო ჰესი, ახლა ცუდია! - ზუსტად ისევე, როგორც მიშას წინა და ახლანდელ გამოსვლებშია: ჰესების ადგილზე პარკები უნდა გავაშენოთ თურმე და მოგვაწყდებიან ჩაბნელებულ პარკებში სეირნობის მოყვარული ტურისტები მთელი მსოფლიოდან!
2 კვირის უკან