გამოძიება შესაძლოა მერიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმით დაინტერესდეს. 150-მდე ექიმი გიგი უგულავასა და შეპესე მედისონს პროკურატურაში უჩივის. მიზეზი თბილისში მდებარე 3 პოლიკლინიკაა, რომელიც პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გაიყიდა, გასხვისების შემდეგ კი 150 ექიმი ქუჩაში აღმოჩნდა. ყოფილ თანამშრომლებს აინტერესებთ, რატომ მიჰყიდეს ობიექტები ერთი თვით ადრე შექმნილ კომპანიას, მაშინ როცა პოლიკლინიკების შეძენას თავად ექიმები აპირებდნენ. საჩივრის ავტორები გიგი უგულავასა და ანდრეა ურუშაძის ინტერესებზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ მედისონის ერთ-ერთი მეწილე სწირედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავია. მერია მედისონთან კავშირს უარყოფს, პოლიკლინიკების ახალი მფლობელი კი გათავისიფლებულ ექიმებს კვალიფიკაციას უწუნებს.