ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ძნელია შავი იუმორი არ დაინახო იმაში,რაც ხდება უკრაინაში.
ქვეყანა,რომელზეც რაღაც წარმოუდგენელი, არნახული ექსპერიმენტები ხორციელდება.
ქვეყანა ,რომელსაც ისე გაუხადეს საქმე, რომ პრეზიდენტად იუმორისტი აარჩევინეს, რომელიც მანამდე პრეზიდენტის როლს თამაშობდა,
ეს იუმორისტი,, უკრაინელ ხალხს თავისი კონკურენტი პოროშენკოს დაჭერას პირდებოდა.
ამ უკანასკნელის დანაშაულებებს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, დაწყებული ცინიკური კორუფციით და დამთავრებული სამშობლოს ღალატით.
ახლა კი, უკრაინის პროკურატურამ, რვათვიანი გამოძიების შემდეგ განაცხადა,რომ დანაშაულის შემადგენლობა ვერ იპოვა.
ამან წარმოუდგენელი აღშფოთება გამოიწვია.
უკრაინაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ახალი მაიდანის თავიდან ასაცილებლად ახალი შოუს დადგმა გახდა საჭირო.
ასეთი პოლიტიკური შოუმენი კი ერთია-მიხეილ სააკაშვილი.
მისი აღშფოთება ამ ფაქტით ყველა უკრაინულმა არხმა გადასცა და პროკურორი გადადგა.
კომედია ის არის, რომ თვითონ ბრალდებული სააკაშვილი,რომლის მთავარი "ბრალეულობანი "ვერ იპოვა" საქართველოს პროკურატურამ, პოროშენკოს ბრალეულობის დამალვაში ბრალს დებს უკრაინის პროკურატურას.
ამ და სხვა განცხადებებმა კორუფციითა და ცინიკური ტყუილებით ისტერიამდე მისულ უკრაინელ ხალხში სააკაშვილის მიმართ მოლოდინი ჩანერგა.
ხალხი ვერ ხვდება,რომ ამ ნდობას და მოლოდინს მას იმ ოლიგარქების ტელევიზიები უბერგავენ, ვის წინააღმდეგ ბრძოლასაც სააკაშვილი პირდება.
ამგვარი საინფორმაციო ხმაურის ფონზე უკრაინაში ქართული სპექტაკლი უნდა დაიდგას.
უნდა მოხდეს 4 ათასამდე საწარმოს პრივატიზაცია.
უნდა გაიყიდოს ჰოსპიტალური სექტორი.
უნდა გაიყიდოს 40 მილიონი ჰექტარი უკრაინული მიწა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
უნდა მოხდეს უკრაინული განათლების სისტემის "რეფორმა."
უნდა მოხდეს ქონების და გავლენების კონცენტრაცია და არასასურველი ოლიგარქების შევიწროება ლოიალურების სასარგებლოდ..
დანაშაულთან ბრძოლის ლოზუნგით დაიწყოს მასობრივი დაჭერები და დაინერგოს საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკა.
და, ბოლოს, უნდა მოხდეს,უკრაინის ფედერალიზაცია, როგორც ეს არის გათვალისწინებული ბოისტოს შეთანხმებაში.
ეს სქემა, მასშტაბური პიარის ფონზე პირველ ეტაპზე ხალხის ენთუზიაზმს იწვევს, რაც შემდეგ იცვლება გამოფხიზლებითა და პროტესტით, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობისათვის თვალსაჩინო ხდება შედეგები- საბოლოოდ გაღატაკებული ქვეყანა უცხოელებზე გაყიდული აქტივებითა და დაკარგული ტერიტორიებით.
თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი, რომელიც ამ ყველაფერს არ ხედავს და ყველაფერს რუსეთს აბრალებს,რომელმაც "დიდ რეფორმატორს" ხელი შეუშალა .
ამ დროს, ყველა ამ რეფორმით ყველაზე მეტად სწორედ რუსეთი ისარგებლებს.
ახლა, რაც შეეხება გიორგი თარგამაძეს, ნოდარიკო მელაძეს და ნიკოლოზ გვარამიას, რომლებსაც ჩამოტარებით ყავდათ "ტრიუმფატორი" მიშა საკუთარ ტელევიზიებში.
ეს სპექტაკლი უკრაინაში უფრო მალე დამთავრდება, ვიდრე მათ გონიათ.
სააკაშვილის ისტორია, ჩვენი ტრაგედიიდან დიდი ხანია გადასულია ფარსში, მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინაში მისი მოღვაწეობის პირველ, კომიკურ პასაჟებს უკრაინული პუბლიკის დიდი ნაწილისათვის ჭკუა არ უსწავლებია.
ამიტომ, მოუწევთ იწვნიონ ახალი, ტრაგი-კომიკური ბუფონადა.”