18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები გაიხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები გაიხსნება

18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები“, – განაცხადა გახარიამ.