შესაძლოა, ეს ვირუსი ჩვენს საზოგადოებებში არსებული სხვა ენდემურ ვირუსს დაემსგავსოს და არასდროს გაქრეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ ჰგონია, ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, როდის გაქრება კორონავირუსი.
„არ მგონია, ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, როდის გაქრება ის. შესაძლოა, არასდროს წავიდეს, აივ-ინფექციაც არ გამქრალა. ამ ორ დაავადებას ერთმანეთს არ ვადარებ, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ,“- განაცხადა მაიკ რაიანმა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 4.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 300 000-მდე ადამიანი.