FBI: ჩინეთი იმ ამერიკულ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ

FBI: ჩინეთი იმ ამერიკულ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი განცხადების თანახმად, ჩინეთი იმ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების განხორციელების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნით არიან დაკავებულნი.

„გამოძიების ფედერალური ბიურო ჩინეთთან დაკავშირებულ პირებთან მიმართ გამოძიებას ატარებს. მათი მიზანი ამერიკული ორგანიზაციების მასალებზე არასანქცირებული წვდომის მიღება იყო. ეს ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესახებ მონაცემების მოპარვას შეეცადნენ. კიბერშეტევის სხვა დეტალები მოყვანილი არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.