ჩუღურეთის რაიონში, ციმაკურიძის ქ. N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე პროექტის ფარგლებში მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც 182 225 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიმდინარეობას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე 16 ოჯახი ცხოვრობს.