ელექტროენერგიის ტარიფი უახლოეს მომავალში შემცირდება - მოლაპარაკებების პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. თუმცა ენერგეტიკის მინისტრი არ აკონკრეტებს, რამდენი თეთრით გაიაფდება დენის გადასახადი. კახი კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების განხილვა მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. საბოლოო შედეგს სამინისტრო ჟურნალისტებს სპეციალურად ამ თემაზე მოწვეულ ბრიფინგზე წარუდგენს. მანამდე კი მოლაპარაკების შედეგებს პრემიერ-მინისტრს გააცნობენ. კალაძე აცხადებს, რომ ძალიან მალე გაზთან და საწვავთან მიმართებაშიც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.