სალარო-საკონტროლო აპარატების გაუქმების შესახებ ელიავას ბაზრობის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნას ეხმაურება შემოსავლების სამსახური. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოვაჭრეების მოთხოვნა ვერ შესრულდება. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალარო აპარატის გამოყენება ნებისიერი შესყიდვის პროცესში აუცილებელი პირობაა და ამ სისტემას შემოსავლების სამსხური მკაცრად აკონტროლებს.