ონიშენკოს განცხადება (video)

ონიშენკოს განცხადება (video)

გენადი ონიშენკო მზად არის, რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. რუსეთის მთავარმა სანიტარმა ინტერფაქსთან საუბარში განაცხადა, რომ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე მოლაპარაკებებს დაიწყებს და ამჟამად დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ქართულ კომპანიებს მოწვევებიც გაეგზავნებათ. ონიშენკო აღნიშნავს, ქართულმა ბიზნეს ასოციაციებმა და ბიზნესმენებმა რუსეთის ფედერალურ სამსახურს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თხოვნით უკვე მიმართეს. რუსული მხარე საკითხის განხილვის პროცესშია, მაგრამ კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის - განაცხადა ონიშენკომ.

  •