წონაში დაკლების მცდელობა, რომელსაც პაციენტის გარდაცვალება მოჰყვა. 27 წლის სალომე ჭონიშვილის ოჯახი ექიმებს უჩივის. ახლობლებს პრეტენზიები ავერსის კლინიკის მიმართ აქვთ. სწორედ ამ კლინიკაში გაუკეთდა პაციენტს კუჭის რეზექციის-ანუ დაპატარავების ოპერაცია. თუმცა ქირურგიული ჩარევის შემდეგ გოგონას მდგომარეობა გაუარესდა. ჭონიშვილი ოპერაციიდან ერთ თვეში გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ოჯახი უახლოეს დღეებში მიიღებს, ქართველი ექიმების მიერ მკურნალობის პროცესში დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი. ფაქტით შესაძლოა სამართალდამცველებიც დაინტერსდნენ.