შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს, ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება.

საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის საშუალებით, გადასახადის გადამხდელი ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების, სხვადასხვა საკანონმდებლო სიახლეებისა და აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების შესახებ.

სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოქალაქეებს, ასევე დაეხმარებიან მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების გაცემის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

სატელეფონო ცენტრის ზარების განაწილების უნიკალური სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად აირჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს, ხოლო ვიდეოზარის სერვისის გამოყენებით, ინდმეწარმესა და ფიზიკურ პირს, სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ვეგბგვერდზე www.rs.ge და ელექტრონული აქტივაცია გაიაროს.

ვიდეოზარით რეგისტრაციის პროცედურები იხილეთ ვრცლად:http://gov.ge/s/320e2

მომხმარებელს საკონსულტაციო მომსახურების მიღება შეუძლია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.