საარჩევნო კონკურენცია(VIDEO)

საარჩევნო კონკურენცია(VIDEO)

დარჩება თუ არა ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე უკონკურენტოდ -შეკითხვა, რომელიც პრემიერის განცხადების შემდეგ ხდება აქტუალური. ივანიშვილმა პარტიულ ყრილობაზე თქვა, რომ ნაციონალები ცილისწამებასა და სიცრუეზე აგებულ პოლიტიკას განაგრძობენ, რის გამოც მმართველ გუნდს არჩევნების დროს კონკურენტი არ ეყოლება. უმცირესობა პრემიერ-მინისტრს ერთპარტიული სისტემის დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა არ აკონკრეტებს-ეყოლება თუ არა საარჩვენო კამპანიის დროს კანდიდატი. უმრავლესობა კი კოალიციაში შემავალი პარტიების გაძლიერებაზე საუბრობს. ნოდარ ჩაჩუა გაგაცნობთ რეაქციებს, რომლებიც პრემიერის განცხადებას მოჰყვა.