მეცხრე არხზე მენეჯმენტის ცვლილება პრესაში ისევ აქტუალურია. ამჯერად ტელევიზიაში მომხდარ ცვლილებებს ვრცელ სტატიასა და საკუთარ ინტერპრეტაციებს საერთო გაზეთი უძღვნის. ნახსენებია კონკრეტული გვარები: კახა ბექაური, ვასილ მაღლაფერიძე და თამარ რუხაძე- პუბლიკაციის ავტორი ტელე-კომპანიის ძველ ხელმძღვანელობას ნაციონალების აგენტებს უწოდებს და ყოფილი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. მეცხრე არხის ძველი ხელმძღვანელობა სტატიას მიზანმიმართული კამპანიის ნაწილად აფასევს, საინფრომაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კი სასამართლოში ჩივის.