ჩუღურეთის გამგეობამ რაიონში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცა. რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად, რამდენიმე ომის მონაწილეს ესტუმრა და სასაჩუქრე ნობათი გადასცეს. ამჟამად, ჩუღურეთის რაიონში მეორე მსოფლიო ომის 9 მონაწილე ცხოვრობს.