თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

თიბისი დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავს, რომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ვაზი.

სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. სხვა კულტურებზე კი თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეუძლია.

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი - 30 ჰექტარს.

თუ მომხმარებელი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი თავად გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

 

  

Roditi გამარჯობა, გაქვთ ცოტა კრედიტი და ცდილობთ სესხის კაპიტალის მიღებას ადგილობრივი ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან? მე ვთავაზობ სესხებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით 2% და ყოველგვარი საკრედიტო გამშვების გარეშე. გთხოვთ დამიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: olivierroditi1948@gmail.com o Whatsapp: + (337) 56 99 23 31
4 წლის უკან