ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”  პარტია “ქართული ოცნების  ჭიათურის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” პარტია “ქართული ოცნების ჭიათურის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”  პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ჭიათურის რაიონული ორგანიზაციაც შეურთდა.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, დღევანდელი პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება.

“ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დღევანდელი პანდემიის პირობებში ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის და ეს არის მართაც, მოსახლეობის, ჩვენი გუნდის სოლიდარობა, ერთად დგომა იმ საზოგადოების წინაშე, ვისაც სისხლი ესაჭიროება, რათა მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ. შესაბამისად, ასეთი აქციების ჩატარება მისასალმებელია”, – განაცხადა სულხან მახათაძემ.

სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის, ლაშა გოგოლაძის თქმით, სისხლის ბანკი მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 80-მდე საავადმყოფოს ამარაგებს და მსგავსი აქციები ხელს უწყობს, რომ მარაგი არ გამოილიოს, შესაბამისად, მოხდეს იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა, რომლებთან სისხლის გადასხმა ესაჭიროება.

შეგახსენებთ, სისხლის უანგაროდ გაცემა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.