ჩუღურეთის რაიონში, საგაზაფხულო რგვები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, საგაზაფხულო რგვები მიმდინარეობს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, გამგეობის თანამშრომლებთან და თბილისი საპატიო მოქალაქე დემიკო ლოლაძესთან ერთად ხე-მცენარეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი ხის ნიშნულები გაიჭრა და წითელი ნეკერჩხლის, ბამბუკის ფოთოლა მუხისა და ირმის რქის ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. პროექტის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით ჯამში, 82 ხე-მცენარე დაირგვება. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „მწვანე სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 50,000 ლარია.