ახალი ომბუდსმენის პირველი სამუშაო დღე. უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ომბუდსმენს დილიდან გადატვირთული გრაფიკი აქვს. თავდაპირველად ის თანამშრომლებს გაეცნო და ამის შემდეგ უკვე ჟურნალიუსტებს გაესაუბრა. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრას თანამშრომლებთან დღის ბოლოს გამართავს და სამუშაო გეგმასაც შეადგენს. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს დღეს რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.