„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – მარტვილში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, სამეგრელოშიც შეუერთდნენ. ამჯერად, აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

უანგარო დონაციის აქციაში საკრებულოსა და მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში სისხლს 40-მდე პირი გაიღებს.

ცნობისთვის, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

პროექტს კორპორაცია “ევექსის” სისხლის ბანკი ახორციელებს.