გურამ ნიკოლაშვილი: :ჩაეცვა თეთრი ხალათი და კონსილიუმები ეტარებინა პირდაპირ ეთერში, როგორც ზოგიერთი იზამდა? თუ სამედიცინოს სახურავზე ამძვრალიყო?

გურამ ნიკოლაშვილი: :ჩაეცვა თეთრი ხალათი და კონსილიუმები ეტარებინა პირდაპირ ეთერში, როგორც ზოგიერთი იზამდა? თუ სამედიცინოს სახურავზე ამძვრალიყო?

„9 წელია ცდილობენ მის შემოყვანას ორდინალურ ველზე, პოლიტკორექტულობის ჩარჩოში მოქცევას, მისი ვორდინგის გასწორებას და სტანდარტულ მმართველად ქცევას. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი დასასრულის დაწყებას. არ გამოდის. არც გამოვა ასე. არაორდინარულია და იმიტომ" - წერს  საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს, ის არ გააკეთებს ქრესტომათიულ პიარულ სვლებს და ასე ივლის ბოლომდე.

„უხსოვარ დროს, როცა არც ტიკ-ტოკი არსებობდა და ივანიშვილიც ოპოზიციაში მოვიდა, ნაცმოძრაობამ მისი პერსონალური კომპიუტერი გატეხა. ვერაფერი საქმიანი იქ ვერ ნახეს, სამაგიეროდ იპოვნეს პირადი, ოჯახური ფოტოები, ბავშვის დაბადების დღეზე გადაღებული ვიდეო, სადაც ანიმატორია მიწვეული და ბუშტებით თამაშობენ. ეს მასალები ამოიღეს, გაავრცელეს, იღლიცინეს, კონტექსტი შეუცვალეს და ნეგატიური კონოტაციით მისი არაორდინარულად ჩვენება სცადეს.

ეს მავნებლობები დასრულდა 1 ოქტომბერს. დაასრულა მისმა პარტიამ, რომელიც დღევანდელ დღეს, 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.

არადა ბიძინა მართლაც არაორდინარულია. 9 წელია ცდილობენ მის შემოყვანას ორდინალურ ველზე, პოლიტკორექტულობის ჩარჩოში მოქცევას, მისი ვორდინგის გასწორებას და სტანდარტულ მმართველად ქცევას. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი დასასრულის დაწყებას. არ გამოდის. არც გამოვა ასე. არაორდინარულია და იმიტომ

სანამ ეთერები დუღს სხვადასხვა ანალიზით, ის მოქმედებს. ასე იქნება არჩევნებზეც და ვერავინ იტყვის წინასწარ რას იზამს.

სად უნდა გამოჩენილიყო, რა ფორმით, რა ტექსტით, ოპოზიციის კრიტიკა რომ არ მოჰყოლოდა?! შეეთავსებინა მთავარი ინფექციონისტის ამპლუა, ჩაეცვა თეთრი ხალათი და კონსილიუმები ეტარებინა პირდაპირ ეთერში, როგორც ზოგიერთი იზამდა? თუ სამედიცინოს სახურავზე ამძვრალიყო?  ვერა. არ გააკეთებს ქრესტომათიულ პიარულ სვლებს. ჯიუტია და აღარ შეიცვლება. ასე ივლის ბოლომდე.  გააკეთა მოძრაობა, რომელიც სრულიად არაორდინარულია. შვილის ვიდეოში ტიკტოკზე. (პირველი ვიდეოა რაც ამ პლატფორმაზე ვნახე. კარგადაა, არ განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს, ოჯახთან ბედნიერია. ისევე როგორც იმ პირატულ ვიდეოებში, უხსოვარი დროიდან.

ზოგიერთები გაერთობით, ზოგიერთები იქილიკებთ. ლოგიკურია.

პ.ს. ბერას ტიკტოკზე სხვა ვიდეოებიც დევს, ვინც გასართობად შეხედავთ." წერს  გურამ ნიკოლაშვილი.