მათ აქვთ აფთრის ინსტინქტი. ოღონდ აფთარი შეიძლება საშიში იყოს, ისინი არიან უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები დახმარების შესახებ მიზნად ხელისუფლების მუშაობისთვის ხელის შეშლას ისახავს.
„გვაქვს წარმატებები, გრძელდება კიდევ მუშაობა და თუ ხელს არ შეგვიშლიან კონკრეტული პოლიტიკოსები თუ რაც ჰქვიათ, იქნება უკეთესი. არანაირი რესურსი ამ კონკრეტულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს დახმარებისთვის არ აქვს. ხელს ნუ შეუშლის პროცესს. მე ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერი თუ, შეიძლება ცნობიერი, მიზანიც ეს არის. მთლიანად არის, სამწუხაროდ ორიენტირებული ეს კონკრეტული პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, დესტრუქციისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.