რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ცნობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხვალიდან აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნებათ. მისი თქმით, 41 პირიდან თვითიზოლაციაში მხოლოდ ერთი პირი დარჩება და ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა მხარეში არ გამოვლენილა.ამის შესახებ ჯაფარიძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა.
„ხვალიდან, თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან ყველა მოიხსნება იზოლაციიდან ერთი პირის გარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ჯაჭვი გაწყდა. ბოლოს, თვითიზოლაციაში სულ 41 პირი იყო. ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. დღეს საავადმყოფოებს უნდა ვეწვიო, ახალი დადგენილებით რაღაც რეგულაციები ემატება, შესაბამისად, ღონისძიებებს ადგილზე გავეცნობი“, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 5 პირია ინფიცირებული, მათგან ჯერ არც ერთი არ გამოჯანმრთელებულა