ჩუღურეთის რაიონში 2700 სააღდგომო ნობათი გაიცა. უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, მათ პროდუქტები უფასო სასადილოში გადაეცათ. მოქალაქეებს, ვისაც გადაადგილდება უჭირთ, გამგეობის თანამშრომლებმა აღნიშნული პროდუქტები სახლში მიუტანეს. მიმდინარე აქციაში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ჩაერთო და მან ბენეფიციარებს პროდუქტი სახლებში დაურიგა. ,,ჩვენ ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ვარიგებთ სააღდგომო ნობათებს. ასეთ რთულ დროს მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე. მე მინდა, ყველა ჩუღურეთელს და სრულიად საქართველოს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო"-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ