ბიზნესსექტორისა და მოქალაქეების მიერ შეგროვილი საკვები პროდუქტების, ასევე, პირველადი მოხმარების ნივთების დარიგების პროცესი გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, რამდენიმე კომპანიამ თბილისის გამგეობებს სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა.
ჩუღურეთის რაიონში, ნობათების დარიგების აქციაში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და წითელი ჯვრის მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.