სადაზღვევო კომპანია ალდაგმა COVID-19-ის დაძლევაში თავისი წვლილი შეიტანა. კომპანიამ პრევენციის ფონდში 50,000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
„ალდაგი“ ყოველთვის იყო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი. კომპანიას ქველმოქმედების მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. თავად „ალდაგში“ შექმნილია ფონდი ჩვენი თანამშრომლების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ COVID-19ის დამარცხებას,“ - აცხადებენ „ალდაგში“.