ჩუღურეთის რაიონში, ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ სკვერში, 3 ძირი წითელი ტყემალი და 3 ოლეანდრა დაირგო. პროცესში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ვოლსკისთან და საკრებულოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით 82 ხე-მცენარე დაირგვება. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „მწვანე სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 50,000 ლარია.