პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს - სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს.
თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით - ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ.
ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება.
თიბისის გადაწყვეტილებით, ყველა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბარათს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აიღებს, ერთი წლის განმავლობაში ბარათის საკომისიო გადასახადისგან განთავისუფლდება. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობას გამოიყენებენ, სადისტრიბუციო ტრანზაქციბზე დარიცხული საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე გაუუქმდებათ. დამატებითი ხარჯების გარეშე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში არსებულ პოს-ტერმინალებზე შესაბამისი ფუნქციონალის გააქტიურებაც.
სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო ცენტრით (032 2 27 27 27) დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება ასევე თიბისის ცხელ ხაზზე შეუძლიათ.
სადისტრიბუციო ბარათისა და პოს-ტერმინალზე აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: