StopCoV ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა. მონაცემები საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.