ამირან გამყრელიძე: ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400 შემთხვევა

ამირან გამყრელიძე: ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400 შემთხვევა

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. ვიდეო ბრიფინგის დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა.

„მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია. აუცილებლად, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.