ადვოკატი ზაზა გიგაური აცხადებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მისი უფლებები უხეშად დაარღვია. მოსამართლემ ადვოკატი სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გამოაძევა, როდესაც გიგაურმა განაცხადა, რომ ,,ადეიშვილის დრო” დამთავრდა. საუბარია, იუსტიციის ყოფილ მინისტრის ზურაბ ადეიშვილის შესახებ, რომლის პერიოდში, მოსამართლეები პროკურორების სურვილების შემსრულებლებად ითვლებოდნენ.
ინციდენტი დღეს 3 დეკემბერს მოხდა. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ კალხიტაშვილის ინტერესებს ზაზა გიგაური იცავს. ის ამბობს, რომ კალხიტაშვილი უდანაშაულოა.
,,იკითხებოდა ექსპერტი ტრასოლოგი. მე მას დავუსვი კითხვა – იყო თუ არა იგი შსს თანამშრომელი, ემორჩილებოდა თუ არა იმავე უფროსს, ვის მიერადაც ჩატარდა გამოძიება. იღებდა თუ არა ხელფასს შსს-დან და ვალდებული იყო თუ არა შეესრულებინა შსს შიდა განაწესი” – ამბობს ზაზა გიგაური.
მოსამართლემ ყველა ეს კითხვა მოხსნა და დაბლოკა. ამის საპასუხოდ გიგაურმა პროცესზე განაცხადა, რომ ნუთუ არ დამთავრდა ,,ადეიშვილის დრო”. ,,შესაბამისად მოვითხოვე მოსამართლის აცილება, ნაცვლად ჩემი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა, მოსამართლემ დარბაზიდან გამომაძევა.” – განაცხადა გიგაური.
ადვოკატი ითხოვს შემდგომ პროცესზე დაშვებას. გარდა ამისა, აპირებს ყველა იმ განაჩენის წამოწევას, რომელიც დავით მგელიაშვილმა მისი მუშაობის პერიოდში მიიღო. გიგაური იხსენებს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე მოსამართლის დამსახურებაა გაუმართლებელი განაჩენების სიმრავლე.
,,როგორც კი 2012 წელს გამამართლებელი განაჩენების მიღება დაიწყეს, ეს მხოლოდ სტატისტიკის დაიწყეს. ქუჩაში იჭერდნენ მოქალაქეებს, მოქალაქეები კი ეუბნებოდნენ, რომ ისინი უდანაშაულონო იყვნენ. ამ დროს მიჰყავდათ ეს პიროვნებები სასამართლოში და მათ მიმართ გამამრთლებელი განაჩენები დგებოდა. აი ასეთ საქმეს ემსახურებოდა მგელიაშვილი. მე მის წინააღმდეგ სერიოზულ კამპანიას დავიწყებ და ვიცი, რომ ამ საქმეში ბევრი ადვოკატი დამიდგება გვერდით” – თქვა გიგაურმა.